ბლოკი ალექსანდრ
გაზიარება

*** რატომ მივილტვი,სიკვდილისაკენ (მთარგმნელი ხომერიკი ბესო) 

რატომ მივილტვი,სიკვდილისაკენ
ბედის სიმუხთლით განაწამები?
იქნება მთელი ჩემი სიცოცხლე
არის სასჯელის,გრძელი წამები?

მიყვარს სიცოცხლე,თუმც არ მაქვს ბედი
გულს არაფერი არ უხარია
შორით კიაფობს სინათლის სვეტი
ის გამიმთელებს ამ გულს,ბზარიანს

იქნებ ლანდია ის შუქი შორით!
და ალბათ მე იქ,არც კი მელიან!
თუმც იმ სინათლეს გავყურებ ძრწოლვით
მისი სხივები მშვენიერია.

??????