ბლოკი ალექსანდრ
გაზიარება

დივანის კუთხეში (მთარგმნელი კვიცარიძე გურამ) 

თეთრი ბინდი. დანაცრული
ბუხარი.
სარკმლის მიღმა შუქი ქრება
მწუხარე.

ბედისწერა მიაქანებს
იალქნებს,
კვნესის წერო და დაღლილ ფრთებს
მიაქნევს.

ჩამქრალი მზე ახლა უფრო
შორს არი.
მე ვარ, გულო ღამეულო,
მგოსანი.

და რამდენსაც გინდა ზღაპარს
გიამბობ,
თავი რომელ ნიღაბს გინდა 
მიანდო?

ხედავ, როგორ მიცურავენ
ლანდები,
ლანდებივით ჩვენც
გავუჩინარდებით,
მარტოსული მეც მდუმარე
გიცქერი
და მოწყდება ხელს ყვავილი
ცისფერი...

??????