Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

საღამო 

მიდუმებულა გარემო,
ზღვა არ ბობოქრობს,
ზღვა აღარ დრტვინავს უწინდებურ,
ის მხოლოდ ფიქრობს.
მას აგონდება წარსული დრო,
დრო ძლიერების,
როგორ ხვდებოდა ამომავალს
დილის მზისა სხივს!
ტალღას ტალღაზედ შეარწევდა
ბობოქრობითა
და შესძახებდა გრძნობით იგი:
„გამარჯვებითა!“
გადახედავდა აწითლებულს
იგი თავის ტანს,
კვლავ შეხაროდა კავკასიის
მზეს ამომავალს...
ცა მხიარული, მოწმენდილი
ზე დასცქეროდა,
ცის ლურჯი ფერი მის ტალღებში
ლურჯად ჰკრთებოდა.
ეხლა უძლური, უსიცოცხლო
ზღვა არ ბობოქრობს,
ზღვა აღარ დრტვინავს უწინდებურ,
ის ფიქრობს, ფიქრობს...
მოუსვენარად მას ნიავი ეჩურჩულება
და დასავლეთით მზე ესვენება.

1908

??????