თვალუწვდენი, მღელვარე ტბა
მზის სხივების ცეცხლზე გათბა...
ვარდს დაეცა გულზე წვეთი -
ცის წიაღით მონაკვეთი.
შეფართხალდა ცის ტოროლა
და მიდამო აათრთოლა!
აჭიკჭიკდი ტოტზე, ჩიტო,
იბრჭყვიალე, მარგალიტო...
და ხრიალით შავბნელ ხევში,
ნიაღვარო, გადაეშვი!
მსურს ნაღველი საბოლოვო
თქვენს უბიდან ამოვწოვო!..
1910