ტყეში
ზეფირს ფოთლებით კალთა ევსება, ზამბახს ოცნებით ეალერსება: - „გამომყე, წამო!“ ხარობს მიდამო. ზეფირს ქნარი აქვს, დაუგდე ყური, დაგწვავს, მოგხიბლავს ჰანგი ველური, დაგძლევს ექსტაზი... ციური, ნაზი. ეოლ, მთა-ბარი ნუ შეაწუხე... ტყეს ტალღა ჩქარი დაჰკარ, დაჰქუხე! ზვირთი დასძარი - ჰა, ჩემი ქნარი!
1910
|