ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * ველთა შორის გამოისმა... 

ველთა შორის გამოისმა ხმაურობა მშვიდი, წყნარი
და ყვავილებს ზედ აკვდება მონავარდე, ცელქი ქარი.

ო, რა ტკბილად ეძინება ღამეს მდუმარს და ფერმიხდილს,
მარტონი ვართ, ჩემო კარგო, ყური უგდე ჩემს სუნთქვას ფრთხილს.

შემიძლია დაგივიწყო? - მიპასუხე, ამიხსენი,
სულით, გულით მე შენი ვარ... სამუდამოდ შენი, შენი.

1911

??????