Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

თვალები 

თითქოს სიოს ფრთის შეხებით ჩამოსცვივდა ყვავილს ნამი,
დაიძირა ლაჟვარდმა ტბამ დაზნექილი ტბის ლერწამი.

თითქო ბნელი შემოდგომის წვიმის ზურმუხტ-მარგალიტმა
ღამის ნისლში ააკვნესა დადუმებულ ქნართა რითმა.

თითქო მთელი უკვდავება ტრიალებდა ლაჟვარდ ცაზე
და ლაჟვარდის ამოკვნესით კრთოდა თვალთა სილამაზე.

ო, თვალები! არ მინახავს მე თვალები უკეთესი,
მათში კვნესდა კაეშანი, სიხარულის ცეცხლის მთესი.

მათში ფეთქდა უკვდავების უხილავთა ტალღათ კრება,
რაც არასდროს არ მოკვდება, რაც არასდროს არა კვდება.

და როდესაც მე ტყვედ ვყავდი იმ თვალების ჯადო-გრძნებას,
მწარე კვნესით ვიგონებდი რაღაც უცხო მოგონებას.

1912

??????