ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი 

ყველა დასრულდა! ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი,
განადგურებით სავსე არის ეგ ჩემი გული.
ცაზე მისცურავს ბადრი მთვარე შუქთამფრქვეველი
და ცის უდაბნო უდაბნოა სევდით მოცული.
ფეხქვეშ მიგდია დამსხვრეული სწრაფვათა ნავი,
მაგრამ იმედი მაინც სცოცხლობს კვლავ მომხიბლავი -
კვლავ ტალღებს ელის... ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი
იმავე გრიგალს ელოდება დაუძლეველი.

1912

??????