ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

მადლობა ღმერთო 

მადლობა ღმერთო, იმ წლებისთვის, თურმე რომელიც 
არ მეკუთნოდა, მე კი დღემდე ჩემი მეგონა, 
მადლობა ღმერთო, არაფრისთვის, რაც ყველაფრიდან
გადამირჩინე, რა ვიცოდი, ან რა მეღონა; 
რასაც ვერასდროს შევეხები და წარმოდგენაც
შეუძლებელი არის მისი და რაც ნაკვთებად
აჩნდება სახეს და სიტყვებსაც და იშვიათად, 
თვალში კი არა, გამჭვირვალე გულში გაკრთება.

მადლობა ღმერთო - ამ წუთისთვის, ამ შეგრძნებისთვის,
ამ დინებისთვის, თანდათან რომ ვტოვებ კალაპოტს,
მე ვერ ავყვები საბრალოებს, ამ წუთისოფელს
რომ შესევიან საშოვნელად და საალაფოდ. 
მადლობა ღმერთო, იმედისთვის, როცა ბეზრდება 
სოფელს სტუმარი, ან პირიქით, სტუმარს სოფელი,
მადლობა ღმერთო, ეჭვებისთვის, როცა გეძებდი 
და მხოლოდ სიტყვა მიწილადე გასაყოფელი. 

??????