ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

წერილი სოფლიდან 

მომინდა თქვენი სპეტაკი ბინა:
აქ სოფელია, წვიმა, რუტინა.

შემოდგომაა. წვიმამ მოლია
ტყეთა მსუბუქი მელანხოლია.

ზაფხულის დღეთა ის ქაფი ჰქრება,
არის ცეცხლის ხმა და ჩაფიქრება:

იშლება თვალწინ ფერადი ნოხი -
თქვენთა მშვენიერთ წამწამთა ქოხი.

იმ დარდად ჩემს გულს ხშირად სწოლია
ტყეთა მსუბუქი მელანქოლია.

არ გებრალებით? მე მქონდა გული
ეხლა ის არის, როგორც ყინული.

თქვენ კი ჯერ ისევ მაისს ედრებით,
მომწერეთ რამე, ოჰ, გევედრებით.

ვინ იცის, იქნებ გალხვეს ყინული
ღრმა მწუხარებით შემორკინული.

1915

??????