ქრონიკა ერთი დღის
თოვლჭყაპიანი ქარი, სამი სიკვდილი - ღამის, სადღაც ხმაურობს მტკვარი, აი პორტრეტი სამის.
გზები ცივი და სველი, ელექტრონების შხამი, მიწერ-მოწერა ძველი და უბედური წამი.
დღის არ გეღირსა ნახვა. უბედურება. სისხლი. მწარე წელიწადს გაჰყვა ზედმეტ ცხოვრების ნისლი.
1916
|