* * * სხვები ჩხავიან, როგორც...
სხვები ჩხავიან, როგორც ყვავები,
ვერ გრძნობენ, რაა კარგი, ფაქიზი.
არის განსხვავება:
ორი ღიმილი ორთა ბაგეზე.
პირველში ფანტასტი მეტია,
მეორეში ნაკლები.
პირველი პოეტია,
მეორე - სპეკტაკლები.
ეზმანება რა დიონისე,
სხვაა მოჩვენება გალაკტიონისა,
მას ვით არ სმენია
დიდება მარადი
და ქართლის გენია.
1916