დეე, ნუ შეგაკრთობთ
ცოცხალ ტკივილით მწარედ მბორგავი,
ხან ვით ხანჯალი, ყელს მობჯენილი,
ხან ეკლიანი ცრემლის გორგალი.
დე, ნუ შეგაკრთობთ ჩემი წერილი,
ლექსი _ სისხლის ჯვრით გადასერილი,
დე, ნუ იქნებით მკაცრი მსაჯული,
თქვენ წინაშეა თქვენგან ტანჯული,
მსხვერპლი, სიკვდილით გადარჩენილი.
არ დამცდენია არც ერთი სიტყვა,
არც სინანულის, არც სამდურავის
და თუკი ღმერთი ჩემს ამბავს გკითხავთ,
ნუ გაამტყუნებთ ღმერთთან ნურავის...