დაღამდება ტყეში ოდეს...
დაღამდება ტყეში ოდეს, ქარი ფოთლებს აურევს. იმ მდინარის გეშინოდეს, რომელიც არ ხმაურობს.
მას ფოთლები აოქროვებს, ვით ყვავილი ნაოშებს, წვეთ-წვეთობით წყალს აგროვებს, ნიაღვრებად გაუშვებს.
დაიძვრება გზა ზვირთული, როგორც მძიმე ხეხილი - ნაყოფებით დატვირთული, ქარით გადაზნექილი.
1918
|