ქალაქი წყალზე
ქალაქი წყალზე, წარბშეყრილი და მრისხანება,
როგორც ქალაქი, დრედნოუტიც ისე ჩუმია!
მხოლოდ ნაპირას მოასკდება გამოქანება
და დაწყნარდება, თითქო ლურჯი აბრეშუმია.
ქანაობს გემი, მიჩვეული გრიგალით თრობას,
ო, ეს დუმილი, დაყრდნობილი ანძების თავზე,
ამ ბნელი ღამით ემუქრება კაცობრიობას,
ძველს, დახავსებულს ემუქრება სიახლით სავსე.
1918