Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

პარალელი 

იასამანთა გროვად გროვდება
გულში ვედრების ზღვა ნელი-ნელი,
როცა ერთმანეთს უახლოვდება
მყუდრო საღამო და ღამე ბნელი.
განწმენდის შუქი სულს ეფარება,
როდესაც პანი დაჰქრის ტყე-ველად
და ღამე სწრაფად მიეჩქარება
დღის ელვარების მოსახვეველად.
და, აი, ფერთა შეზავებაში,
როცა შურივით იძვრის ოცნება
ასე გადადის უკვდავებაში
სივრცე, დუმილი და გაოცება.
ასე, ნელობა ზაფხულის ველის
და ქარიშხალთა ცივი შვენება
მწვავს, როს გოიას და ბოტტიჩელის
სხვადასხვა ლანდი მომეჩვენება.
სულ სხვაა მძლავრი გუგუნი ზარის
და მზის სხივებზე დამჭკნარი ია,
დემონი ეჭვით სავსე მხატვარის
და სეგანტინის „Ave Maria“.

1919

??????