ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ზღაპარი 

მდინარის პირად, ხეივანში, ყოველ საღამოს
ორი ქალწული მემორევე ჩრდილად გახდება,
ისინი ჩუმად გადიხდიან ლეჩაქთა სამოსს.
თვითონ მდინარეც და დუმილიც გალეჩაქდება.

ტყის პირად სხედან ნაზნი, წარბებგადახატული
და თავს ადგანან თავადები ნაბდიანები.
ეცემა თმები ლურჯ სარკეებს, ვით ნაკადული;
სჩანს: სასიკვდილოდ ამ სიყვარულს არ ვენანები!

1919

??????