* * * და ამაოდ გეძებენ...
და ამაოდ გეძებენ - მეგობრები თვალებით: ყველა გულმოკლულია შენი გარდაცვალებით...
ყველამ ნახა წამება! ყველას ახლოთ გვყოლია - დემონებად - სიცივის, ციხის მელანხოლია;
ეხლა - შენთან ქვითინებს, რომ გზას არ გადუხარე, შენი სულის მიმღები ანგელოზი მწუხარე.
1920
|