ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია 

შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია,
მუხლით დაცემულხარ, როგორც ანგელოსი,
სანთლის ელვარება ხატებს შელეკია,
იგი ოცნებაა მიკელ-ანჯელოსი.
მაგრამ მწუხარებას ნუღარ ედარები,
კიდევ ამისრულე ერთი სათხოვარი,
უკვე დაიღუპა ყველა შენდარები,
შენღა დაგშთენია გამოსათხოვარი.

1922

??????