ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

როგორც სიზმარი 

კვლავ მომაშუქებს მზე სიმტკიცეს და დარიგებას,
ბოლო არა აქვს ოცნებათ დენას,
მე კარგად ვიცი, ვერ ახერხებს სიტყვის მიგებას,
ჩემი წარსულის მჭერმეტყველ ენას.
იყო ცხოვრება შხამიანი და მოსისხარი,
ღამეა იგი, თუ დღე ცისმარე.
წელიწადთ რიგი საშინელი და საზიზღარი -
გადვიდა, როგორც ავი სიზმარი.

1922

??????