ქიმიურ საგნებთან
მე არ მოვდივარ
ქაღალდის ჰაერიდან,
შპალერებიდან, ან
ვარიეტედან
საბანმოხურული.
მე მუდამ ახლო ვიყავ
ასაფეთქებელ მასალებით
სავსე საწყობთან.
მიყვარდა ყოფნა ქიმიურ საგნების
მახლობლად.
სადაც ბორგავდა გაზი
და ყველაფერი მზად იყო
აფეთქებისთვის.
არასდროს მარტო
მე არ ვყოფილვარ:
ჩემს გვერდით იყო
წვიმა და ქარი.
ისეთ სიშორეში,
სადაც ვერ წვდება
კვალდაკვალ მსრბოლი
პროჟექტორიც კი.
ჩემთვის უცხოა:
სად ყრია ეს ლეშები?
საიდანა სდის გახრწნის ასეთი
საზიზღარი სუნი?
მე არ მოვდივარ
ქაღალდის ჰაერიდან.
1924