გივიკი ავად არის
გივიკი ავად არის - ჩვენი პატარა გივი, აქვს მოლოდინი ქარის - და პროჟეკტორის სხივი.
ფოთლის ყვითელი ღერო ამბობს - ღამეა ცივი! ვნახე: ნიშანი ზერო - ზერო.. ეს არის გივი.
იყო ნამების მძივი, აბასთუმანი, ჩაქვი. მქუხარ რიონთან ტივი, თეთრი.. პატარა თაგვი.
1925
|