ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ურიცხვ დროშებში 

ცხრაას ჩვიდმეტი! ჭიხვინებდა შენი მერანი,
ბარიკადების მღელვარება გებარა ოდეს.
ურიცხვ დროშების მიდიოდნენ მოსიმღერენი.
ბევრი მათგანი აღარ მოვა აქ არასოდეს!

უკანასკნელად გვიღიმოდნენ გზაზე ქალები:
გახსოვდეთ მასა და მიზანი მისი გახსოვდეთ,
ბედნიერებას გვპირდებოდნენ მათი თვალები,
ბევრი მათგანი აღარ მოვა აქ არასოდეს!

მუსიკა, რისხვა და ქვეყანა, ზრუნვის საგანი...
თითქო ყველაფერს კარი მძიმედ გადარაზოდეს...
ოჰ, არასოდეს არვინ მოვა იმათთაგანი!

1925

??????