ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

რაც იქნეს - იქნეს 

როს სიბნელეა და გზას ვერ ვიგნებ,
მენატრებიან ფრთები თეთრები,
მაინც არავის არ ვევედრები:
გზა გამასწავლეთ, გავიდე იქნებ.

იქ სასიკვდილო მახვილებს იქნევს
ყველა ჩონჩხები, ყველა ცხედრები,
მაგრამ არც კვნესა, არც დაყვედრება:
წინ, გაბედულად! რაც იქნეს, იქნეს!

1925

??????