წარწერა წიგნზე
ზნეობის სიტყვა ყრმას თუ შეჰფერის:
გამოცდილი და შეუდრეკელი,
სხვაგვარად ისმენს ოხვრა ბებერის,
როგორც ნამდვილად ამბობს ჰეგელი.
მეორე სიტყვა არით არეობს
და შეგნებამდე მიჰყავს მთელივე,
რომ ყოველივე მიმდინარეობს
და იმავე დროს დგას ყოველივე.
წმინდა ნათელში, ამბობს ჰეგელი,
წმინდა სინათლის დიად ბადეში
ისე ცოტაა გასაგებელი,
როგორც რომ წმინდა სიწყვდიადეში.
შედგება ფიქრი თეთრ აკლდამაზე
გაუნელებელ ცეცხლის, ნაცარის,
სიტყვა? სხვა არის ფიქრი ამაზე...
ლოგოსი... აზრი - მისი, რაც არის.
1925