ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ღელავდენ... 

ვარდებში ღელავდენ ლამაზი ქალები,
მათ უყვართ ჩურჩული და მიეთ-მოეთი...
ამბობდენ: ამურებს ვერ დაემალები,
თუნდ იყო პირველი და დიდი პოეტი.

ძვირფასო ქალებო! არ მოგერიდებით,
ერთს თქვენგანს ეკუთვნის სულ ჩემი წიგნები.
ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით,
პირველი და დიდი გენია ვიქნები!

1927

??????