როდესაც ყველას სძინავდა
ბინაზე ვბრუნდებოდი ღამით,
როდესაც ყველას სძინავდა;
ჩვეულებრივად,
უნდა ავსულიყავი მთაზე
და გზაში მთელი საათობით
შემეძლო მეოცნება,
ფანტომივით მსუბუქი
ქალაქით.
მოფენილა ელვარე სანთლები.
ეხლა მძინარე,
როგორც სპეტაკი და ცისფერი
მდინარე,
სარკესავით ნათელი,
მბრწყინავი, როგორც გასრესილი
ციცინათელები.
მომხიბლავი ხაზებით,
როგორც ფეხით ჩატეხილი
ყინული,
ან ზამთარში ფანჯრის მინებზე
აყვავებული,
ფეერიული ყინვა,
რომელიც ასეთი სიყვარულით
უყვარდა ვრუბელს,
გენიალურ პალლადინს
დემონისა და
ცისფერი გედის.
1927