ქუჩა
ქუჩა პოეტად დარჩა ოცდაათიან წლების, გაცვეთილი აქვს ლანჩა, დარჩა კანი და ძვლები.
ცისარტყელების რიგი ზამთრით ახარებს ნელი. ო, შეშლილია იგი, თუ - წინასწარის მთქმელი?
უგზოობაზე ჩივილს ისმენს ოცნება მწირი, და ისევ უცნობ ტკივილს გრძნობს უდროობის გმირი.
1927
|