ციკლიდან „ეპოქა“
მაშ, გაუმარჯოს, დღევ დღევანდელო,
შენს შეუცდომელ და მტკიცე რწმენას,
ჩვენ ხომ ვსცდილობდით ბედნიერების
თავისუფალი შრომით შერჩენას.
ჩვენ ხომ გვინდოდა, აქ ნაპერწკალი
ქურის გულიდან ამორღვეული
ანთებულიყო თანაბარ შუქით;
ძირს, ძირს სიბნელე! იყოს წყეული!
1928