ლუსი
მერე რა ვუყოთ, რომ არის რუსი,
მშვენიერია პატარა ლუსი.
მას უყვარს ვალსი, ტანგო და ბლუზი
და უყვარს ფსკერზე შეხება ღუზის.
ხან ვის, ხანაც ვის მუხლებზე უზის,
მშვენიერია ავხორცი ლუსი.
მოხერხებულად გაიქნევს გავას,
საწოლ ოთახში შიშველი გავა.
არის მეტოქე ყოველი ცოლის,
ალერსის მცოდნე და მცოდნე წოლის.
შთამომავალი ლოთის და ბლუსი _
მშვენიერია პატარა ლუსი.
მერე რა ვუყოთ, რომ არის რუსი,
რომ არ აცვია ზაფხულში ტრუსი.
მისი ხმა, როგორც სიმღერა რუსი,
ექოა ვნებით გამთბარი ღრუსი.
მხრებზე დაიყრის დალალებს ქერას
და მორიგ სატრფოს თვალებით კერავს.
თუ შეიტყუა საწოლში მსხვერპლი,
ჯანმრთელი გავით და მკერდით ტკეპნის.
მერე რა ვუყოთ, რომ არის რუსი,
დაუღლელია პატარა ლუსი.
მან კარგად იცის ხალიბის ყადრი,
სასურველ საქმეს არაფერს ადრის.
მერე რა ვუყოთ, რომ არის რუსი,
მშვენიერია პატარა ლუსი.