ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ელვარება 

ციკლიდან „ეპოქა“

ოდეს სილაჟვარდეს ნავი გადალახავს
ჰაეროპლანების არის ესკადრები,
თქვენი ელვარება, ავტომობილებო,
ცივი ასფალტების რკინებს ეკაწრება.

ახალ ტრამვაიდან, ახალ ტურბინებზე
ახალ რესსორებით უცდის შედარებას,
გათხრი მაღაროებს, მაღლა კვლავ აიტან
დროის ქიმიური ფენის მშფოთარებას.

მიჰყევ, გაუგონე ბორბლებს სიარული,
არის საუკუნე ინდუსტრიალური.

1928

??????