ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ახლა - განა ისეთი დროა? 

ციკლიდან „ეპოქა“

შენ ვაჟკაცი ხარ? გსურს ისევ ტრფობამ
გული აანთოს, თვალი დალულოს;
ეხლა ვაჟკაცი ქალს უნდა უჯდეს
და მუდამ იმას ესიყვარულოს?
არა, გათავდა! შენ არ სწერიხარ
მათში, ვინც ეძებს მოვალეობას,
სწორედ ისინი ებრძვიან ახლა
გადაგვარებულს სულს და ზნეობას.
უნდა ელვარე შრომის სხივებით
ჩვენი ახალი მოვრთოთ მამული,
ავამეტყველოთ სიცოცხლის გერი,
ჯერ კიდევ ბნელში სულგანაბული.
დაე, ვისაც სურს ტკბილი ცხოვრება,
ნუ გამოგვყვება, დასცხრეს, დამუნჯდეს.
ასეთი კაცი არ გამოდგება,
იგი ვაჟკაცი ქალს უნდა უჯდეს.

1928

??????