ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

მზის სხივი 

მზის სხივი, კვამლი დამწვარ ფოთლების,
ფოთლების... ფოთლების...
სხედან ჩრდილები ძველ აივანზე -
"გადარჩენილი ეშაფოტლები".
გუბეები და ბრწყინვა სარკეთა,
სარკეთა... სარკეთა...
ფიქრის ჯურღმული ბინდის შემვსები,
სულ მარტო ყოფნა, ანუ განკვეთა.
და გუბეებში ჩიტები განბანილი,
ბრწყინვით განბანილი, ბრწყინვით განბანილი,
ჩამწკრივებულან ასო-ნიშნებად
და მე ვკითხულობ ძველი ანბანივით.
უთვალავ მსხვერპლს და მილიონ ტირანს,
მილიონ ტირანს, მილიონ ტირანს
სძინავს მიწაში, იქ, სადაც ახლა
სძინავს პროფესორ გილიოტინას.

??????