Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * იყო მდიდარი სახლის... 

იყო მდიდარი სახლის
ერთი მდიდარი კუთხე,
სად ფრთას გრიგალი ახლის
და მარტოობა მწუთხე.

და ოთახიდან ოთახს
არა ერთი და ორი
განწირულებით მორთავს
ძველი ჭაობის შმორი.

ქარი გრიალებს გარეთ
ანწლებითა და გუმრით,
დამტვრიანებულ შარით,
მოუწვეველი სტუმრით.

ღმუის ტყიანი ქედი,
როგორც ბებერი მგელი -
კაცის ბოროტი ბედი!
გადაგვარება ნელი!

წიგნთა არეულ თაღებს
ჰგავდა ფიქრები მკაცრის
სიმპათიური სახის
მუდამ უსაქმო კაცის.

ფეოდალური ბაღის
უკანასკნელი ნაძვი -
სიმპათიური სახის
მარად უსაქმო კაცი!

1930

??????