ეზო
გარეცხილი წინდა, როგორც სული წმინდა, მოეკიდა ბაწარს.
დაიცალა სახლი, მხოლოდ ერთი ძაღლი მღერის ასარ-ბასარს.
სიმღერა ამ ძაღლის აკრთობს დიასახლისს: რა უნდა ამ ვერანს!
ცაზე მიდის მთვარე, . . . . . . . . . . . . . . . . ვირი შემობრძანდა.
და პატრონი ვირის, თავ-გადაკვლით ჰყვირის: „პანტა, ჰაი, პანტა“.
1930
|