ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

თუმცა წამსვლელი 

თუმცა წამსვლელი იყო რჩეული,
წავიდა, იქცა ნაფეხურებად,
დავხუჭავ თვალს და თვალს მოჩვეული
მომავლის ჩრდილი წამეხურება.
ვზი ფიქრის ჭაში, ჭიდან ამომსვლელს
არც ალტერ ეგო, არც მე არ ვგავართ,
მერამდენეჯერ ვიცვლი სამოსელს,
მაგრამ რატომღაც ისევ აქა ვარ.
რას ნიშნავს ღამის რეჩიტატივი,
შეგრძნება, თითქმის მუდამ ცალკე ვარ,
რთულია ის, რაც არის მარტივი
და სიმარტივის მინდა გარკვევა.
გამოღწეული ყოფის ნაგვიდან
თანდათან ვერწყმი დღეებს საუფლოს,
ვდგები, ვშორდები საწერ მაგიდას
და ვცდილობ ფიქრში გაგესაუბრო.

??????