ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ჩვენ, არა ერთი ცხოვრების კიდე... 

ციკლიდან „პაციფიზმი“

ჩვენ არა ერთი
ვიპოვეთ კიდევ
ცხოვრების კიდე!
ჩვენ ქარხნის ბოლი
გვიყვარს ქალაქთა -
არა სიმშვიდე!
ბრძოლას შრომისთვის,
კლასიურ ბრძოლას,
რა დააწყნარებს?
ის ეძებს გზებს, რომ
თავისუფალი
მიაწყდეს კარებს.
მხოლოდ ბრძოლაზე
გვესაუბრება
ქურათა გროვა,
უფლება მისთვის
უმაგალითო
მოვა, დრო მოვა.
ყოფილა დიდი
უსამართლობა -
გამათხოვრება.
მხოლოდ ბრძოლაში
მთელი ცხოვრება -
არის ცხოვრება!

1930

??????