ჩანახატი შენთვის
რა ნაცნობი ჩქამი არი, მგონი, გვერდით ჩამიარე, მხოლოდ ვიგრძენ, რაღაც ჟრჟოლა რომ მოედო ამ იარებს. შენ იყავ თუ შენი მსგავსი, ვინც მე გვერდით ჩამიარა, სულერთია, ორივენი უშველიდით ჩემ იარას, შენს თვალებში ვკითხულობდი: - სულ ჰოს ნიშნავს ჩემი არა.
|