ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

ღამენათევი ლექსი 

დაუბადებელ სიტყვათა ციმციმს
რაღაცის თქმა სურს, მაგრამ ვერ ამბობს,
ლოცულობ შენთვის, მძებნელი სივრცის
ლოცვა წააგავს მრავალგზის ამბორს.
მობეზრებია ბგერათა კავშირს
მომავალ დღეთა ამაო ჭვრეტა
და ღამის ლამპა სარკეთა ნავში
გადაქცეულა ფრთაგაშლილ მტრედად.
ხარ განთიადის პირველი მაცნე,
თამბაქოს კვამლში რომ იწყებ ხველას
და მზის გვირგვინი შენთვის რომ დაწნეს,
ახლა თვალებით ურიგებ ყველას.

??????