Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

ყოველდღიურად 

ყოველდღიურად ვიხდი იმ ხარკებს,
ბოლო რომლისაც სულ მალე მოვა,
გამოვჭრი მზისგან ველის მიხაკებს,
ფერად-ფერადებს და სურნელოვანს.
დამტვრეული მაქვს ყველა ბორკილი,
დავალ ღიღინით და ჰაიჰარად,
ვხედავ, ღრუბლიდან გამოჩორკნილი
ცხოვრება მზისკენ გადაიხარა.
ყოველი წუთი მიყვარს შვილივით
და ბაღის ფერებს ვიგრძნობ ბიძგებად,
ის გოგო, მგონი, მართლა შველია,
რომლის დანახვით ჟრჟოლა იწყება.
მაისი მუდამ ჩემი თვე არი
და აღარ მიკვირს მასთან რატომ ვარ,
მუდამ ზურგს უკან სუნთქავს მდევარი,
რომელმაც დღემდე არ მიმატოვა.
იგი ხომ ჩემი პროცესორია,
ხსოვნა აქვს მრავალ მეგა-ბაითის,
წავაქეიფებ, პროფესორია
და გოგოებთან მე ვაბაითებ.

??????