ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

მზერის უბრალო გადანაცვლება 

ჰგავდა ღრუბლის ჩრდილს ჩუმად გადავლილს,
ვინც აქ იყო და სადღაც გამქრალა,
შემომრჩა ხსოვნა ჵ ჩემი ნადავლი
და გულისცემა ჵ ძველი ქანქარა.
და რიტმი, განა მონოტონური,
ძლივს წასაკითხი ფიქრის სქოლიო
და განცდა ჵ სიტყვის ბოლო დონორი,
თავდაღწეული აზრის სკოლიოზს.
თვალს ვხუჭავ, ჩნდება იგი, რაც არ ჩანს,
დიდხანს შევყურებ ფერად წერტილებს, 
რომ გავაგრძელო ის, რაც გადარჩა
და იძულებით შემაწყვეტინეს.
სიტყვა უსიტყვო, მხოლოდ ბაგეთა
ამაო ძებნა უხმო მარცვლების
და ის, რაც ახლა მოჩანს აქედან
მზერის უბრალო გადანაცვლებით.

??????