გაურკვევლობა
არის შენს გულში მწარე განადგურება მკვდარი, როცა ზიზღია არე, როცა ვერ სუნთქავს ქნარი. როსმე მჩქეფარე, ცხელი გაყინულია სისხლი, თვალთაც არა აქვთ ცრემლი, გულს - შებრალება სხვისი. და შეკითხვაზე: „შენს გულს რა დაემართა, რა სურს?“ ცისკენ აღაპყრობ ხელებს, კაცთ კი არ მისცემ პასუხს!
1935
|