* * * ჩამავალი მზის ფერადო კიდევ...
ჩამავალი მზის ფერადო კიდევ,
ჩემს ხსოვნაში არ დაშლილხარ კიდევ.
თითქო იქ, შორს, სამი დღეა იწვის
მშვენიერი მწვერვალები წიწვის.
ვეკითხები ხეთა შენთა ფოთოლს:
რამემ ასე უნდა შეგაშფოთოს?
ეს უბადლო საღამოა მთაში,
მართლა ცეცხლი რომ დაინთოს, მაშინ?
ჩამავალ მზის ფერადების მორევს
იგი ცეცხლი შორით უამბორებს!
1935