ვოლტერის ძეგლი
აბა, კარგად დაფიქრდი,
როგორ არ გეწყინება:
ვოლტერი ერთ ადგილას
დადგა და იყინება!
მე კი ბედი უკეთეს
ადგილისთვის მინახავს -
მომავალი პარიზის
კარგი გზა დამინახავს.
ჩემი იმნაირია
სასიცოცხლე ანთება,
ქანდაკებებს სიზმრადაც
რომ არ მოელანდება.
მალე - საქართველოსკენ
გავსწევ, რადგან მიცდიან,
ვიტყვი, რაც მიფიქრია,
ვიმღერ, რაც განმიცდია.
1935