ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

უმუშევარი 

შენ ჰკარგავ გრძნობას, ეხლა შენ გძინავს
დაღლილი ძილით,
რომ სენის ნაპირს, ელვარედ მბზინავს,
დახედო დილით.
თუ არ გასვენებს ქარის გრიალი,
არ უთმობ შენცა.
შენ გესიზმრება დროშათ შრიალი -
ახალი ზეცა.

1935

??????