მაიაკოვსკი
ულევი, უანგარიშო
შიშის და ჟრჟოლის ამტანი
შენს არემარეს, პარიჟო,
აშუქებს კაფე-შანტანი.
მაიაკოვსკი ბაღდათის
ლირიკა იყო ნათელი.
საღამოვდება, მზე ჩადის,
მზე ჩადის, მზე ბაღდათელი.
ბევრი მინახავს ტბის თვალი,
შუქგამჭვირვალე მცინარე,
ისეთი, ვით ხანისწყალი,
არსად მინახავს მდინარე;
შიგ ოქრო გადამეფანტა,
ჩავიდა, ჩანანინავდა,
შემდეგ დავხედე და სჩანდა,
რომ ოქრო ბსკერზე ბზინავდა.
და უფრო უანკარესი
მოულოდნელი შვენებით
უცებ გაბრწყინდა კონგრესი
მაიაკოვსკის ხსენებით.
1935