იაპონელს კი ჰგონია
ატმოსფეროა მღელვარე,
იაპონელს კი ჰგონია:
თუ ხმალს მოიქნევს ელვარეს -
ისევე იაპონია.
აგრესორობა ღონეა,
და თუ ვინმეა მპოვნელი -
ისევე იაპონია,
ისევე იაპონელი.
იგი ჩვენს საზღვრებს ედება,
სიმშვიდე ვერ უპოვნია...
მუდამ ქვას წამოედება
იმ ადგილს იაპონია.
გაჰქრა ის ხანა ლამაზი,
წინათ რომ გაუგონია,
ეპოქა ოიამასი -
იმ ხანის იაპონია.
1935