ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

რუსთავი 

თვით ფოლადი ჟღერს, მღერის:
ვით არ მოელხინება -
აქ არავინ ერთ ადგილს
არ დგას, არ იყინება.

რუსთავსაც მზე უკეთეს
მერმისისთვის ინახავს,
მომავალი მხარისა
მრავალ გზას დაინახავს!

1935

??????