ევროპის დიპლომატი
რა მშვენიერი ძაფებით ქარგავს! ჩქეფს, მიდი-მოდის, ხავსს არ იკიდებს. ღამით საბანში ეშმაკ თავს ჩარგავს და ჩუმად, ჩუმად, ჩუმად ხითხითებს: ხა, ხა, ხა! - წრფელი ვგონივარ ყველას... არ მეცინება და ვიცინი კი, გამოცდილს, ბებერს ვერ გრძნობენ მელას, არ იციან, რომ მე ვარ ცინიკი.
1935
|