ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * ვინც ევროპას გავამგზავრეთ... 

ვინც ევროპას გავამგზავრეთ
თუნდაც ცალკე, ერთად თუნდა -
ყველა რაღაც უცნაურად
არეკილი ჩამობრუნდა.

მედიდური უცხოელი -
აწერია იმათ სახეს:
უკუღმართი რამ ყოველი
აქ სიკეთედ დაგვისახეს.

სინამდვილეს მოსდეს ხავსი,
სიკეთე კი, შენაფერი -
მეც ვეძებე, მაგრამ მსგავსი
ვერ ვიპოვე ვერაფერი...

ერთადერთი ვიცი მხარე,
სად თავს უფლად გრძნობს პოეტი:
ნისლი რჩება საზღვარ-გარე -
აქ კი მზეა: საბჭოეთი!

1935

??????